რა არის აუტიზმი და რით ხასიატდება
აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით დაქვეითებული აქვთ წარმოსახვის უნარი.აუტიზმის სიმპტომები თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე,-
2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს, მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.
აუტიზმის ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ აქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.
აუტიზმის პირველი აღწერა
ლეო კანერი |
პირველად აუტიზმი 1943 წელს ლეო კანერმა აღწერა, ის გამოყოფდა აუტისმის შემდეგ ნიშნებს:
1. კომსოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა2. კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
3. ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა4. საგნებით გატაცება
5. ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე
6. მენობრივი უნარების არათანაბარი განვითარება
7. ქცევისა და ინტერესების შეზღუდულობა
8. ქცეის პრობლემები
რა იწვევს აუტიზმს?
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აუტიზმის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი მავნე აგენტები. შესაძლებელია:
1. ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა;
2. ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა;
3. ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების, ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.
აუტიზმი ფაქტიურად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე მიზეზის შედეგს.
აუტიზმის გამომწვევი გარემო ფაქტორებია: ტყვია, ალუმინი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ქიმიური პრეპარატები.
კვების ფაქტორებია: რკინის, მაგნიუმის, კადმიუმის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, ანტიოქსიტანტის და სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
ალერგიული ფაქტორები: საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი) , საღებავები, დანამატები.
ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი, კანდიდას მიკრობის გავრცელება, პროტეინის არასრული ათვისება, პარაზიტული ინფექცია.
იმუნოლოგიური ფაქტორები: აცრა, ვირუსული ინფექცია.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს. ოჯახებში, სადაც ეწრთი აუტისტი ბავშვი ყავთ , მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი 5 %-ია.
აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:
აღსანიშნავია, რომ ასეთ ბავშვებს ააქვთ შემდეგი უნარები:
ხატვის, მუსიკის, მათემატიკური ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევა, მხედველობით–სივრცითი ანალიზის გძლიერებული უნარი...
აუტისტი ადამიანის ტვინის აგებულება |
აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ტვინის რამოდენიმე არეში ანომალიები. ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია. ასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა. აუტისტებს ახასიათებთ ტვინში სეროტონინის ან სხვა ნეიროტრანსმიტერების ანომალია.
აუტიზმის ეტიოლოგიის ადრეული თეორიები აუტიზმის დროს აღმოცენებულ სოციალურ, ლინგვისტურ და ქცევით ნიშნებს მიაწერდნენ ემოციურ სიძნელეებს მშობლების არაადექვატური დამოკიდებულების გამო. ბეთელჰეიმი თვლიდა, რომ აუტისტური ჩაკეტილობა არის რეაქცია მშობლების ცივ, უემოციო, არაადექვატურ დამოკიდებულებაზე. აუტიზმის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ექოლალია, სტერეოტიპური რიტუალები და ცვლილებებისადმი რეზისტენტობა, მშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლინებაა, რადგან მშობლები ბავშვს ვერ უკმაყოფილებენ მის მოთხოვნილებებს.
ამ მიდგომის ფარგლებში მკურნალობის სტრატეგიაა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ფსიქოთერაპია. თერაპიის მიზანია ბავშვი_მშობლის ურთიერთობის განვითარება, რათა დაკმაყოფილდეს ბავშვის სითბოსა და მისი მიღების მოთხოვნილებები. ასევე რეკომენდებულია მშობლების ფსიქოთერაპია . მათი ემოციური პრობლემებისათვის თავის გართმევის მიზნით.
აუტიზმი აღენიშნება 2-10პიროვნებას ყოველ 10 000 ადამიანში.ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში.
აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:
1. კომუნიკაციის პრობლემები. მეტყველების გაგება ან გამოყენება. მეტყველება
ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით.
2. დაქვეითებული აქვთ მშობლებთან , მომვლელებთან საუბრის უნარი.
3. ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან.
4. ბავშვებს არ შეუძლიათ ან დაქვეითებული აქვთ წარმოსახვითი ან სოცილური
თამაშის უნარი.
5. სათამაშოებით ან სხვა საგნებით არატრადიციული თამაში.
6. ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობა( არანორმალური ინტენსივობა და
ყურადღების ფოკუსირება).
7. ყოველდღიური მოქმედებებისა და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება.
8. საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილება: გვირაბისეული ხედვა .ბავშვი
რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე.
9. გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
10. გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
11. ქცევის პრობლემები.
12. აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები.
13. თვითსაზიანო-აგრესიული ქცევა.
აუტიზმის მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.
აუტიზმის დასახმარებლად გავრცელებული პროგრამები მოიცავენ შემდეგ კომპონენტებს:
1. ფსიქოგანათლება, რომლის საშუალებითაც მშობლები განათლებას იღებენ შვილის მისაწვდომი და საჭირო დახმარების შესახებ.
2. რჩევები და მხარდაჭერა ბავშვის შესაფერისი სასწავლო გარემოში მოსათავსებლად.
3. ოჯახზე დაფუძნებული ხანგრძლივი თერაპიის მიდგომა.
4. სასწავლო აქტოვობის ცენტრალური მეთოდი-სტრუქტურირებული სწავლება.
5. ქცევითი მოდიფიკაცია , როგორც ცენტრალური პრინციპი სასწავლო სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და მძიმე ქცევითი დარღვევების შესამცირებლად.
6. თვითმომსახურების და აკადემიური ჩვევების ტრენინგი
7. კომუნიკაციური უნარების ტრენინგი.
8. მძიმე , საზიანო ქცევის რეგულირება.
ხატვის, მუსიკის, მათემატიკური ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევა, მხედველობით–სივრცითი ანალიზის გძლიერებული უნარი...
No comments:
Post a Comment